უბედური შემთხვევა სენაკში: მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო

0
2056

სენაკში, მდინარე ცივში მამა-შვილის ცხედრები იპოვეს, იუწყება ქართულ მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასული და მას შემდეგ აღარვის უნახავს. მაშველებმა მათი ძებნა გუშინ ღამით დაიწყეს.

„როგორც მაქვს ინფორმაცია საბანაოდ იყვნენ ჩასული. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი“, – განაცხადა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გოგონას გადარჩენას მამა ცდილობდა, რა დროსაც ორივე დაიხრჩო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, სამძებრო ღონისძიებებში ექვსი მყვინთავი მონაწილეობდა.

 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here