ბარაქის ხის სამკურნალო თვისებები

0
144

1. მსუბუქი დამწვრობის, პატარა ჭრილოების, სისხლჩაქცევების დროს

წვრილ სახეხზე გახეხეთ ბარაქის ხის რამოდენიმე ფოთოლი და მიღებული ფაფისებრი მასა წაისვით ზემოდან კანის პრობლემურ მონაკვეთზე, გადაიხვიეთ დოლბანდი და დაიტოვეთ სამოქმედოდ. სახვევი შეიცვალეთ ყოველ 5 საათში ერთხელ. ასე საგრძნობლად დააჩქარებთ დამწვრობების, ჭრილობებისა და სისხლჩაქცევების მკურნალობის პროცესს.

2. პირველი დამხმარე მწერების ნაკბენის დროს

ნებისმიერი მწერის ნაკბენის დროს დღეში 4-ჯერ წაისვით კანის შესაბამის მონაკვეთზე ბარაქის ხის ფოთლების წვენი. შეშუპება და ქავილის შეგრძნება მყისიერად გაქრება, თანაც საიმედოდ დაიცავთ თავს ჭრილობაში ნებისმიერი სახის ინფექციის შეჭრისგან.

3. პიელონეფრიტი და ცისტიტი

კარგად დააქუცმაცეთ ბარაქის ხის 5 ფოთოლი (ბლენდერის ან სახეხის გამოყენებით), დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, დააყოვნეთ 1 საათით და შემდეგ გადაწურეთ. მზა ნაყენი მიიღეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში 2-ჯერ.

4. ყელის ტკივილი

მცენარის 10 ფოთლისგან კარგად გამოწურეთ წვენი და ჩაამატეთ ის 300 მილილიტრ თბილ წყალში. გამოივლეთ ყელში ეს ხსნარი დღეში 3-ჯერ, ჭამიდან რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ.

5. ჰერპესი

გამოწურეთ წვენი კარგად მცენარის რამდენიმე ფოთლისგან და წაისვით ის ჰერპესულ გამონაყარზე ყოველ 1 საათში ერთხელ. შეგიძლიათ ფოთლების წვენში ჩაალბოთ ბამბის დისკიც, დაიფინოთ ის კანის შესაბამის მონაკვეთზე, დაიფიქსიროთ პლასტირით და დაიტოვოთ სამოქმედოდ რამდენიმე საათით.

6. ართრიტი და ართროზი

გამოწურეთ წვენი ბარაქის ხის 13 ან 15 ფოთლისგან და დაძინების წინ კარგად დაიმუშავეთ მტკივნეული სახსრები, ჩამოიბანეთ კანი დილით, გაღვიძებისას. ტკივილი საგრძნობლად შეგიმსუბუქდებათ.

ბარაქის ხე შეიცავს დარიშხანს. თუ  მისი ფოთლების წვენის მიღებას გადაწყვეტთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მომზადა: ინგა მარიამიძემ.

 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here