ზღმარტლი–სამკურნალო მცენარე

0
177

  ზღმარტლი  ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, 3–6 მეტრი სიმაღლის ფოთოლმცვენი ეკლიანი ხე ან ბუჩქია; აქვს ლანცეტა ან კვერცხისებრი მოკლეყუნწიანი ფოთლები და დიდი თეთრი  ყვავილები. ყვავილობს მაისში, მწიფდება ოქტომბერში. ნაყოფი მომრგვალო კენკრაა, რბილობი მაგარი აქვს, უკვე გადამწიფებული კი რბილი და ტკბილია. გამოიყენება საკვებად.

ნაყოფი შეიცავს  თითქმის ყველა ვიტამინს – С, А, В1, В2, В3, В6, В9, ლიმონისა და ვაშლის მჟავას, არომატულ ნივთიერებებს, პექტინებს, ლორწოს, ფიტონციდებს. მინერალებს – კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, სელენი, თუთია და სხვა.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ფოთოლი, ნაყოფი და თესლის ნახარში კუჭ–ნაწლავის ანთებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისას.

გასაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს.

ზღმარტლი აბრკოლებს ინსულტებისა და ინფარქტების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, ამაღლებს იმუნიტეტს.

ზღმარტლის გამოყენება არ შეიძლება კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს. ასევე სიფრთხილით უნდა მივცეთ ბავშვებს და გავითვალისწინოთ, რომ ზღმარტლმა, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

მოამზადა:ინგა მარიამიძემ

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here