ლიდერობის დეტექტორი

0
50

ლიდერი — ეს არის ადამიანი, რომელსაც გაცილებით მეტი ენერგია აქვს, ვიდრე საჭიროა ჩვეულებრივი ცხოვრებისთვის.

ლიდერს არ სჭირდება გარე სტიმულები.

საიდან იღებს ენერგიას ლიდერი?

ელექტრო ენერგიის ტრანსფორმატორში სხვაობა მინუსსა და პლუს შორის განსაზღვრავს ძაბვის ძალას. თუ სხვაობა ნულის ტოლია, დენი არ გამოიყოფა.

როგორ ხდება ეს ლიდერის შემთხვევაში?

ლიდერს აქვს აბსოლუტური სიცხადე მის ათვლის წერტილთან დაკავშირებით, რომელიც არ აკმაყოფილებს… და აქვს პერსპექტივის ხედვა, სადაც მისი საქმეები უკეთ მიდის.

სწორედ ეს სხვაობა კვებავს ლიდერს ენერგეტიკულად.

სწორედ ეს სხვაობა ხსნის და ასაბუთებს მის არანორმალურ სწრაფვას გამარჯვებისკენ, წარმატებისკენ, სიმდიდრისკენ…

სწორედ ეს სხვაობა ათენებინებს მას ღამეებს, ამუშავებს მუხლჩაუხრელად.

სწორედ ეს სხვაობა უბიძგებს მას სწავლისა და განვითარებისკენ.

სწორედ ეს სხვაობა უბიძგებს მას თანამოაზრეების ძებნისკენ, კავშირების დამყარებისკენ…

ეს სწორედ ის სხვაობაა, რომელიც შუა ღამეს წამოახტუნებს ლიდერს ლოგინიდან და კონკრეტულ მოქმედებას განახორციელებინებს. ან ოჯახთან ერთად დასასვენებლად წასულს, ამოახტუნებს აუზიდან და სველი ხელებით ჩააწერინებს თავში მოსულ იდეას, ბიზნესის ოპტიმიზებასთან დაკავშირებით.

სწორედ სხვაობა პოტენციალებს, მინუსსა და პლუსს, A-სა და B წერტილებს შორის, ქმნის ამ პროფიციტულ ენერგიას.

თუ ადამიანს არ აქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ის ლიდერი არ არის, იმიტომ რომ ლიდერი — ეს არის ცვლილებების აგენტი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს განუსაზღვრელობა, გამოწვევა და თავგადასავალი.

კომფორტის ზონაში ჩარჩენილი ადამიანი, რომელიც რისკს თავს არიდებს, არ არის ლიდერი.

თუ ლიდერი არ არის დაინტერესებული ცვლილებით, ესეიგი ის ლიდერობას პაგონებივით იხსნის.

ლიდერი არ არსებობს ხედვის გარეშე.

თქვენ ალბათ იცით, რომ მენეჯმენტის მთავარი ფუნქცია — ეს არის დაგეგმვა.

დაგეგმვა კი, შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:

პერსპექტივის ხედვა

მიზანი

დეკომპოზიცია

მოქმედება

კორექტირება

მოქმედება

ფაქტი

ლიდერი არ ელოდება ბედს, რომ ის გაიყვანს მაგისტრალს მის A წერტილსა და B წერტილს შორის.

ლიდერი თავადაა ბედი!

რაც უფრო მასშტაბურია მიზანი, მით უფრო მძლავრია ძაბვა. ანუ, რაც უფრო მასშტაბურია სხვაობა პოტენციალებს შორის, მით უფრო გლობალურია ცვლილება მოკლე მონაკვეთში. შესაბამისად, მით უფრო მეტ ენერგიას გამოყოფს ფსიქიკა ამ ცვლილებებისთვის.

მაგრამ აქ არის კიდევ ერთი, საკვანძო კომპონენტი:

რწმენა!

ადამიანს უნდა სწამდეს, რომ ამ ცვლილების მოხდენა შესაძლებელია. თუ მას არ სჯერა და უბრალოდ უნდა, უკეთესად ცხოვრება, ის არ იმოქმედებს და საბოტაჟს მოუწყობს საკუთარ თავს.

აქედან პასუხი: თუ თქვენ გინდათ კარგად ცხოვრება, მაგრამ არ მოქმედებთ, ესეიგი ქვეცნობიერ დონეზე არ გჯერათ, რომ შეგიძლიათ ამ ცვლილების მოხდენა და შესაბამისად არ ხართ ლიდერი.

ამ შემთხვევაში, პოტენციალებს შორის არსებული სხვაობიდან გამომდინარე ენერგია გაქვთ, მაგრამ ეს ენერგია მიმართულია შიგნით, თვითგანადგურებაზე.

© რადისლავ განდაპასი

ავტორი: გიორგი თვალაძე

წყარო:jolo.ge

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here