როგორ გავთავისუფლდეთ პრობლემებისგან

0
102

შენს ცხოვრებაში არსებულ პრობლემას ნუ მისცემ ენერგიას, რაც უფრო ნაკლებად ლაპარაკობ მასზე მით სწრაფად გაქრება ის.

დააკვირდი: 
პრობლემაზე როდესაც ლაპარაკობ, ემოციურად და დღეში რამდენჯერმე, რამდენიმე ადამიანს უყვები…
პრობლემის ნეგატიური ტალღა, მათ გადაეცემა და მრავლდება.

ყველა, თანაგრძნობის ემოციური ტალღა შენსკენ მომართული — „რა ცოდვა ხარ“ ან „დაიტანჯა ეს გოგი (ბიჭი)….“ და ამის მსგავი.. გამოგაცლის სასიცოცხლო ენერგიას.

მერე, ის სხვები, უნებლიედ ან ნებით, მოუყვებიან ან დარდად „გაჰყვები“ — ესეც გაცლის ენერგიას.

უფრო და უფრო მტკიცდება დესტრუქციული ფონი შენსა და შენი პრობლემის გარშემო.
ადრე თუ მხოლოდ შენ ვიბრირებდი სამყაროში, ახალა დამხმარე „ანტენები“ (ადამიანები) ჩართე ამ პროცესში.

მთავარი მიმღები შენ ხარ, შენ დაიწყე პრობლემის ტარნსლირება, სათანადო სიხშირის დასაჭერად. ხელი შეუწყვე გაძლიერებას და ისიც გავრცელდა, გამრავლდა — სათანადო სიტუაციები მოიზიდა უფრო და უფრო, მეტად და მეტად.

რატომ?

იმიტომ რომ, ბოლოს და ბოლოს მიხვდე, პრობლემა რომელიც გეგზავნება შენია, (შენ გამოგეგზავნა) შენთვის წყალობაა და მჩაგრელი კი არა,  შენი ზრდის ფაქტორია.

თამარ კვარაცხელია

წყარო:jolo.ge

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here