როდის აქვს ადამიანს სწორი, ჯანსაღი თვითშეფასება?

0
102

 

„დამერწმუნეთ, ოქრო ხართ“ — თამარ კვარაცხელია დაბალი თვითშეფასების ამაღლებაზე

„რა არის ეს „ოქრო“?  პოტენციალი, ტალანტი და მისწრაფება. სწორედ ის,  „დაკონსერვებული“ მარცვალი უნდა ამოიღოთ  და გააღვივოთ“… 
— ამბობს კოუჩი თამარ კვარაცხელია და ადამიანის პოტენციალსა და  თვითშეფასების უნარზე გვესაუბრება.  

როცა ქმედება მოსაწონია, ხუმრობით და სიყვარულით ვამბობთ: „ოქრო, ხარ ოქრო“… აბსოლუტურად ვეთანხმები. თითოეულიპიროვნება, უზარმაზარი პოტენციალის მატარებელია. ხაზი მინდა გავუსვა, თითოეული

ადამიანებს უჭირთ გააჩნდეთ ჯანსაღი და პოზიტიური დამოკიდებულება, არა თუ სხვების მიმართ, პირველა რიგში საკუთარი თავის მიმართ. (რატომღაც, დღევანდელ თემაში მიწევს ყველაფრის ხაზგასმა, რადგან ვთვლი რომ ეს მნიშვნელოვანია).

მილიონობით ადამიანი ცხოვრობს დაბალი თვითშფასებით, რადგან ვერ ამჩნევენ და არ აფასებენ იმას, რაც არის მათ შიგნით, რაც დამალული აქვთ შინაგანად.

ძირითადად, ჩვენ გვზრდიდნენ და გვაჩვევდნენ ბავშვობიდან, რომ განსაკუთრებულები არ ვიყავით. მუდმივად გვესმოდა: არა, არ შეიძლება, არასწორია… და მივეჩვიეთ.

ჩვენ ჩვენს თავში ვხედავთ მხოლოდ გარეგნულ უსუსურობას, „არ შემდგარ ადამიანს“ და არვიცით როგორ დავინახოთ შინაგანი ფასეულობა.

ჩვენ მივეცით, ჩვენს ტალანტს და ნამდვილ მისწრაფებებს ჩაიკეტონ და ჩაიმარხონ, ეჭვებისა და უიმედობის სქელ კედელში და ეს, ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია. უარის თქმა საკუთარ დანიშნულებაზე, ხელსაყრელი საქმის გამო, რადგან, თავს ვგრძნობთ მეტად დაცულად, მიუხედავად იმისა, მოგვწონს საქმის კეთება თუ არა. აი, რა არის ხშირ შემთხვევაში, ჩვენი არჩევანი.

ჯანსაღი თვითშფასება მდგომარეობს, არა იმაში, რომ თავი მოვაწონოთ სხვებს, ვსდიოთ ტენდენციებს. არამედ – სინამდვილეში რას წარმოვადგენთ, რა გვაქვს შიგნით.

შიგნით, კი დამერწმუნე „ოქრო ხართ“ 🙂 . უბრალოდ ამას, არავინ გეუბნებათ, თქვენ კი ვერ, ან არ ხედავთ. რა არის ეს „ოქრო“?  პოტენციალი, ტალანტი და მისწრაფება. სწორედ ის,  „დაკონსერვებული“ მარცვალი უნდა ამოიღოთ  და გააღვივოთ.

ჯანსაღი თვითშეფასება წარმოადგენს არა იმასრომ გაიმარჯვო კონკურენტულ ბრძოლაში ან თავი შეადარო ვინმესარამედ იმაშირომ აკეთოის რაც ძალიან , ძალიან გინდა და რაც კარგად გამოგდის. 

როდის აქვს ადამიანს სწორი, ჯანსაღი თვითშეფასება:

  • როცა აქვს მიზანი
  • როცა არის ჰარმონიაში
  • აქვს სწორი დამოკიდებულება, მიმღებლობა.
  • შინაგანი ძალა.

თამარ კვარაცხელია

წყარო:https://zrda.wordpress.com

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here