ღირსება წარმატების საზომი ერთეულია

0
153

“არის მომენტები, როდესაც შენს ცხოვრებაში შეიძლება მიიზიდო ნივეთები, იმიტომ რომ ნივთებზე ოცნებობ, შეიძლება მიიზიდო ისეთი რამ, რაც ცხოვრებისეულ კომფორტს მოგიტანს, მაგრამ იმას ვერასდროს მიიზიდავ რა ღირებულებებიც ადამიანს უნდა გააჩნდეს, ეს ღირებულებები სკოლაში, უნივერსიტეტში და კოუჩინგის სფეროში არ ისწავლება. უნდა გაგაჩნდეს, შენი უნდა იყოს. უბრალოდ უნდა ფლობდე.

თუ გინდა რომ წარმატებას გემო ქონდეს ღირსების ადამიანი უნდა იყო. ღირსება სწორედ ის წარამტების საზომი ერთეულია, რომლითაც სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან მიღებული ხარ, ყველა კარი შენთვის ღიაა, ეს ისეთი ძალაა რომელი ძალის წინაშეც უძლურები ხდებიან.

თუ ღირსებას დაკარგავ ყველაფერს დაკარგავ, მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც არ უფიქრიათ ისეთ რამეზე რაზეც შენ ფიქრობ ,რასაც შენ ხედავ, ან ვერ გაბედეს ფიქრი, იმიტომ რომ საკუთარ თავთან აღიარება მოუწევდათ უღირსობის და ნიღბის მორგება ამჯობინეს, მაგრამ ვერ იკეთებენ კარგად, იმიტომ რომ ისეთი სუნი ასდით რომ ყველაფერი იგრძნობა, ყველა ხედავს და ყველა ამჩნევს, ასე რომ სადაც გინდა წახვიდე ყველგან მოგიწევს მისი ტარება, სანამ არ აღიარებ და არ მოიშორებ შენი ცხორებიდან, ასე რომ ყველას თავისი არჩევანი აქვს, შეუძლია იყუროს იმ ნიღბის უკნიდან რომელი ნიღაბიც ასე უმწარებს სულს, ვხედავ ადამიანების სისუსტეს და გაოცებული ვარ, რაც უფრო უფსკლულისკენ მიდიან, მით უფრო სხვისკენ იშვერენ ხელს. სხვას აბრალებენ თავის უღირსობას, უნდათ რომ თავისი საქციელი სხვას შეაწმინდონ, მაგრამ ასეთ რაღაცას როგორ დამალავ ეგ ყველაფერი დღის სინათლეს გაქვს, რომელსაც ვერ დააბნელებს ადამიანი. სადაც არ უნდა იყო, რაც არ უნდა ცუდი სიტუაცია იყოს, რაც არ უნდა გამოუვალ მდგომარეობად მოგეჩვენოს არასდროს დაკარგო ის რასაც ვერასდროს იყიდი, ეს მუსიკა  ნათლი მამადან ავიღე  იმიტომ, რომ მე ვფიქრობ ამ ფილმში ისეთი ხედვებია როგორი ხედვების ტარებაც მხოლოდ ძლიერ და ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ!”

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here