გათენდა, ცოცხალი ხარ, ესეიგი ბედნიერი ხარ!

0
42

კითხულობ? გაინტერესებს?
გათენდა, ცოცხალი ხარ, ესეიგი ბედნიერი ხარ.

არ მეგულება ადამიანი, ვისაც ცხოვრების შეცვლა არ უნდოდეს.
ნაწილი ადამიანებისა, გონივრულად უდგება საკითხს, პატივს სცემს საკუთარ სურვილებს, იწყებს თავის თავზე მუშაობას, გეგმავს და ანხორციელებს.
ნაწილს, საკუთარი თავი სიცრუეში ყავს. ხვალიდან იწყებს ცხოვრების შეცვლას და ეს ხვალე არასოდეს დგება.
ნაწილი ძიების პროცესშია, უნდა ცვლილება, ვერ ხვდება რა ქნას და არ იცის როგორ.

თუ ჩამოყალიბდები რა გინდა, მერე უნდა იფიქრო იმაზე, თუ რა არის საჭირო შენი სურვილის შესრულებისთვის. შრომის გარეშე რომ არაფერი გამოვა ეს ალბათ იცი.

შრომა, მარტო ფიზიკური არ არის, ყველაზე რთული გონებრივი შრომაა.

გონივრული მიდგომა და დამოკიდებულება, აუცილებლად გაპოვნინებს გზას, თუ როგორ უნდა შეცვალო ცხოვრება ისე, როგორც შენს გულს გაუხარდება.

გინდა საქმე აკეთო? პირველ რიგში უნდა მოძებნო ისეთი რამ, რაც შენია, რისი კეთებასაც შეგიძლია, რაც გეყვარება და გაგაბედნიერებს.
თუ ვერ იპოვნი, არ შეჩერდე, უნდა მოძებნო, მცდელობა არ უნდა დააკლო.

მთავარი საკუთარი თავის პატივისცემა და სიყვარულია.

თუ საკუთარ თავს პატივს ცემ, პირველ რიგში ნებისყოფა უნდა გამოიმუშავო, უნდა შეძლო დროის შეგრძნება და დროის სწორად განაწილება.
უნდა მოიშორო განდიდების მანია და ილუზია, თითქოს ყველაზე ჭკვიანი ხარ და ყველაფერი იცი.
უნდა იყო მკაცრი, მაგრამ არა აგრესიული.

ჭკვიან თვალს შეუმჩნეველი არ რჩება შენი აზრები, ფიქრები და სურვილები, ვინაიდან სახეზე გაწერია ყველაფერი.

თუ შენ სწორად აზროვნებ, გონივრულად აანალიზებ, მყარი ფსიქიკა გაქვს და შეგიძლია მართო ემოციები, აუცილებლად შეძლებ შეცვალო შენი ცხოვრება.

ცვლილება სიყვარულში.
ცვლილება კარიერაში.
ცვლილება გარეგნობაში.
მატერიალური მდგომარეობის ცვლილება.
ცვლილება — სწორად აირჩიო მეგობრები.
ცვლილება — სწორად აკეთო სიკეთე.

განგება ძალას გაძლევს და შესაძლებლობას, დანარჩენი
ყველაფერი შენს ხელშია, დიდებაც და მარცხიც.

არასწორმა სურვილებმა, არასწორმა მიდგომამ, დაუფიქრებლობამ, სიჩქარემ, უნებისყოფობამ და ეჭვმა, ყველაფერი დაღუპა.

არაუშავს, თავიდან დაიწყე ყველაფერი, რახან გათენდა და ცოცხალი ხარ.

გიორგი ჯაჯანიძე

წყარო:jolo.ge

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here