ამ ცხოვრებაში სამყაროს, მიზანდასახული და ძლიერი ადამიანები ცვლიან !

0
131

თუ არ აკეთებ იმას რაც გულით გინდა, შენი საყვარელი საქმე არ გაქვს,  არ გაქვს ძლიერი მიზნები და ოცნებები რომლისთვისაც იბრძოლებ, ცხოვრება უფერული ხდება. ამ ცხოვრებაში სამყაროს, მიზანდასახული და ძლიერი ადამიანები ცვლიან უფლის წყალობით. ადამიანები რომლებიც ბევრჯერ ეცემიან, ბევრ დარტყმას უძლებენ ცხოვრების და აგრძელებენ წინსვლას შეუჩერებლივ. თუ გაინტერესებთ წარმატება როგორ მიიღწევა საკუთარ დღევანდელ მეს დაუპირისპირდი, დინების საწინააღმდეგოდ იცურე ყოველთვის, გამოდი კომფორტის ზონიდან და იქით წადი სადაც გზა არ არსებობს, მაგრამ მზად იყავი დარტყმების მისაღებად.

წარმატება ძლიერი ადამიანების ხვედრია და წარმატებული რომ გახდე ბევრი ვარჯიში მოგიწევს. ბევრი ბარიერის გადალახვა იქნება საჭირო, რომ გახდე ძლიერი და შეუჩერებელი. წესებს და ბარიერებს მხოლოდ ჩვენ ვუქმნით საკუთარ თავებს. თუ გაქვს ოცნება და მიზანი უბრალოდ იბრძოლე და არასოდეს დანებდე, რომ მიხვიდე ბოლომდე!

სოსო ონიკაშვილი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here