რისთვის ხარ იქ სადაც ხარ!

0
128
sun beind the man, cloudy sunset

რისთვის ხარ იქ სადაც ხარ, რა გინდა, რა არის შენი მამოძრავებელი ენერგიის წყარო.თუ წარმატება გინდა იმოქმედე იმაზე მეტი ვიდრე გიმოქმედია აქამდე. იყავი იმაზე მეტი ვიდრე ყოფილხარ აქამდე. იყავი მუდამ ცხოვრების რიტმში, არ შეშინდე როდესაც ბარიერები დაგხვდება,  გიხაროდეს რომ შენ გერგო პატივი მისი დაძლევის და გადალახვის. იცოდე, რომ უფალი გამოცდას გიტარებს და ღირსეულად შეხვდი, მხოლოდ ბარიერების გავლით მოხვდები იქ სადაც შენ გინდა რომ მოხვდე.იქ იმ ადმაიანების ადგილია ვინც თავის თავი სამსხვერპლოზე დადო და მიენდო უფალს,იქ მხოლოდ არწივები დაფრინავენ. გამარჯვებამდე რომ მიხვიდე უნდა იმოძრავო შეუპოვრად, საკუთარ თავს ჩახედე თვალებში და უთხარი მას, რომ შენ შეგიძლია ამის გაკეთება, მანამდე უნდა უმეორო სანამ ეს შენს სისხლში არ გაჯდება, შენს ძაღვებში არ გაიდგავს ფესვებს. იქამდე სანამ შენი სისხლი ადუღებას არ დაიწყებს შიგნით, იქმადე უნდა უმეორო სანამ შენს ყველა მიზანს და ოცნებას რეალობად არ აქცევ, ნუ იქნები მშიშარა, შედეგი თუ გინდა ,თუ გინდა, რომ შენს იდეებს ფრთები შეესხას იმოქმედე ყოველდღე, მორჩი ცარიელ საუბრებს, უაზრო თეორიებს, არავის ჭირდება შენი ნაბოდვარი, უბრალოდ იმოქმედე, მხოლოდ მოქმედებას მოაქვს შედეგი,იმოქმედე უაზროდ სანამ სწორად კეთებას არ ისწავლი, თუ პრაქტიკაში არ მოქმედებ შენი საუბარი არავის გამოადგება, არასამართლიანი იქნება, ტყუილი იქნება. მხოლოდ პრაქტიკაში ხვდები სიმართლეს, მხოლოდ პრაქტიკაში იწვრთნები ძლიერ და ღირსეულ პიროვნებად, ვისაც ბრძოლა არ უნდა შეუძლია განზე გადგეს და აღიაროს რომ ზარმაცია, მშიშარააა. არსებობს რეცეპთი შიშის დაძლევის, სიზარმაცის დაძლევის, მაგრამ რა უნდა გეზარებოდეს გადახედეთ თქვენს ცხოვრებას ქვეყანა ყარს თქვენი სიზარმაცით, თქვენი წუწუნით, მშიშრები ხართ სულ მოსთქვავთ და ტირიხართ, ქალების შესანახი გახდა ქვეყანა კაცები კი ზიხართ სახლში და ერთ ადგილს უფიცხებთ ღუმელს, დადიხართ და სხვის ცხოვრებას განიხილავთ როცა თქვენი და, დედა, მეუღლე იძულებულია ქვეყანა დატოვოს და მოგაწოდოთ ორი კაპიკი, რომ მშივრები არ დაიხოცოთ.

ვინც მოხვდა იქ სადაც ხედავს რომ არსებობს წარმატება მინდა მათ გასაგონად ვთქვა. რას უყურებთ? არ გეჩქარებათ? დავიჯერო თქვენ ხედვა გაქვთ წარმატების და ასე ზანტად მოძრაობთ? იმოქმედეთ ყოველდღეე. ნუ ჭირვეულობთ, აწიეთ ერთი ადგილი და იმოქმედეთ აქციეთ თქვენი იდეა რეალობად,არ აინტერესებს ცხოვრებას თქვენი მიზეზები, ნუ ირცხვენთ თავებს რომ ამის გამო ვერ შევძელი და იმის გამო ვერ შევძელი, როგორ უნდა თქვა რომ ვერ შეძელი, უხელებო უფეხებო ადმაიანი საოცრებებს ახდენს ,შენ როგორ წუწუნებ არ გრცხვენია!? შანსი მოგეცა და კიდევ მიზეზებს ეძებ!? მაგით ყველას ნაცარს აყრი სახეში, იმის თქმა გინდა რომ უფალმა ისეთი მოგავლინა, რომ შენ შესაძლებლობები არ დაგამადლა? გჯერა შენთვითონ მაგ სისულელის? იმოქმედეთ ყველამ ,იშრომეთ როგორც გლეხი შრომობს თავის ბოსტანში და მაშინ დაგიფასებთ სამყარო. უფალი გფარავდეთ!

სოსო ონიკაშვილი

სულის ამოძახილი!

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here