იპოვე ამ სამყაროში შენი დანიშნულება!

0
135

არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც ყველა ფიქრი აფეთქებას იწყებს შენს გონებაში. უყურებ საკუთარი ცხოვრების გზას, იხსენებ განვლილ ეტაპებს და ფიქრობ მომავალზე. ვის ცხოვრებაში შემოდგომაა, ვისში კი გაზაფხული ეხლა იწყება.
,,..ადამიანები…,,მოდიან და მიდიან. ეს ამ სამყაროს გარდაუვალი ეტაპია, რასაც ვერსად გავექცევით. ამ ყველაფრიდან, ამ აფეთქებიდან, მინდა რაღაც ვისწავლო, მინდა გამოსავალი ვიპოვო და შევქმნა ის სიტუაცია, რა სიტუაციაც მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებილი. მინდა ამ სამყაროში ჩემი დანიშნულება ვიპოვო, მისკენ მისასვლელი გზა ვიპოვო და გავხადო მაგალითი იმ ადამიანებისთვის ვისაც ამ ყველაფერზე არასდროს უფიქრია, ვინც თავის ყოველდღიურ ყოფაში ისეა ჩაკარგული, რომ ავიწყდება ამ სამყაროში თავისი დანიშნულების შესახებ.

წამზომი დაბადებიდან ჩართულია და ყოველი წამით ვიზრდებით, ყოველი წამი უკან გვიტოვებს, ყოველი წამი წარსულს ემსგავსება. ეს ის წამებია, რომელი წამებიც ჩვენს ისტორიას ქმნიან, ჩვენს ცხოვრებას აღნიშნავენ რომ ჩვენ აქ ვართ, ამ სამყაროში. მჯერა წერტილების შეერთების, იმ წერტილების შეერთების ,რომელი წერთილებიც ყოველ წამს წუთებად აქცევენ,წუთებს საათებად და იძლევევიან ერთ დიდ მთლიანობას, რომელი მთლიანობაც ჩვენს ცხოვრებას წარმოადგენს.

ჩვენ შეგვიძლია ეს მთლიანობა სიცოხლით სავსე და მართლაც დიდი და დიდებული გავხადოთ, სამაგალითო გავხადოთ, ან ისე გავატაროთ თითქოს არცერთი წამი,არცერთი წუთი და არცერთი საათი მნიშვნელობას არ წარმოადგენდეს, თითქოს არაფერს ქმნიდეს, არჩევანი ხომ მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელია. როგორ ნაბიჯებს გადავდგავთ მომავალში, რომელიც წამიერად წარსულში გვტოვებს და ჩვენს ისტორიას წერს იმ ტირეებს შორის რომელი ტირეც მარადიულობას ქმნის ან ისტორიას ბარდება. ყველას ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას გისურვებთ, რომელი ცხოვრებაც ჩვენთვის ყველაზე ღირებულია!❤️

სოსო ინიკაშვილი

ეს ლამაზი მუსიკა კი მინდა თქვენ მოგიძღვნათ ჩემო მეგობრებო!❤️

 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here