წარმოსახვის როლი ადამიანის ცხოვრებაში

0
93

„წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია. ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა მოიცავს მთელ სამყაროს“. /ალბერტ აინშტაინი/

საოცარი იდეაა, საოცარი აზრი „წარმოსახვა მნიშვნელოვანია ცოდნაზე“.

გენიოსების წარმოსახვას, მათ ფანტაზიას არა აქვს საზღვარი. ადამიანთა აბსოლუტური უმრავლეოსბა კი დათრგუნულია ბავშვობიდანვე, შეზღუდულია ათასგვარი ჩარჩოებით და მოკლებულია ბავშვურ, საოცარ, ფანტასტიკურ, უსაზღვრო წარმოსახვის უნარს.

ჩვენ ბავშვობიდანვე ვიზრდებით სიტყვებით „ეს შეუძლებელია, იყავი რეალისტი“… და ასეთი თითქოსდა უწყინარი ფრაზებით კლავენ ჩვენს წარმოსახვას.

საქმე იმაშია, რომ ყველაფერი რაც დღეს ჩვენს გარშემო არსებობს, შექმნილია ადამიანის მიერ და ყველაფერი თავიდან იყო მხოლოდ ვიღაცის წარმოსახვა, ვიღაცის ოცნება. და როცა ისინი აჟღერებდნენ ამ ოცნებას მათ თავიდან ყველა დასცინოდა: „რა უზარობაა, რა სისულელეა“ და ა.შ.

მაგრამ ნებისმიერი წარმოსახვა, გამაგრებული შრომისმოყვარეობით, რწმენით და ზეშესაძლებლობების განვითარებით, აუცილებლად ახდება.

ამიტომ მოდით და კიდევ ერთხელ ყურადღებით დავუკვირდეთ უდიდესი გენიოსის ამ სიტყვებს: „წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია“ და ვიოცნებოთ, მივცეთ გასაქანი ჩვენს წარმოსახვას. წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი მეფეებად, დედოფლებად, გმირებად, გენიოსებად, უმდიდრეს ადამიანებად, გამარჯვებულებად ყველგან და ყველაფერში.

ხვიჩა მებონია

წყარო: jolo.ge

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here