დაიწყეთ საკუთარი თავის ნდობა!

0
135

არის ძალიან კარგი ფრაზა:
საკუთარ თავს ან ვაძლიერებთ ან ვასუსტებთ. შრომის რაოდენობა იგივეა. ახლა მე ამას ვეთანხმები, მაგრამ ეგრე ყოველთვის არ იყო.
დაბადებიდან ადამიანები მეუბნებოდნენ, როგორ მოვიქცე და ხშირად მესმოდა სიტყვები: “შენ არ გამოგივა” და მე ვეთანხმებოდი. არ არსებობს, რომ ამდენი ხალხი ცდებოდეს, ყველას ხომ გვინდა ერთნაირი რაღაცეები:
ბევრი ფული
გავლენა
აღიარება
ვცდილობთ ვიყოთ ლამაზები და ჯანმრთელები და ყველაფერი ეს გვინდა მივიღოთ სანამ ახალგაზრდები ვართ, მაგრამ რატომაა ასე ცოტა ხალხი, ვინც კმაყოფილია თავისი ცხოვრებით?

რატომ ასე დაჟინებით ჩვენ ყოველდღიურად ვკლავთ საკუთარ ჯანმრთელობას და ვფლანგავთ საკუთარ დროს.
რატომ ზრდილობიანად ვესაუბრებით უცხო ხალხს და ჩვენს ახლობლებს ვეუხეშებით?
რატომ, როცა თავს  ჭკვიანებად და განსაკუთრებულად რომ ვთვლით წლიდან წლამდე ვხვდებით ღარიბები და უბედურები? რატომ ასე ადვილად არ გვაინტერესებს  სხვისი  გრძნობები და არც კი ვფიქრობთ იმაზე, რომ ოდესღაც ჩვენც მივანდობთ ჩვენს გულს სხვა ადამიანს.
ჩვენ ყოველდღე ვიტყუებით ხალხის წინაშე, მაგრამ, რატომღაც იმედი გვაქვს, რომ ჩვენთან მიმართებაში ისინი გულწრწლფელნი იქნებიან.
დღესდღეობით მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგი ჩვენს ცხოვრებაში იწყება საკუთარ თავზე ნდობიდან, იმიტომ რომ როცა მე ვიწყებ საკუთარ თავზე ნდობას, მე ვიწყებ საკუთარი ტვინით ფიქრს და ნაკლებად ვუსმენ სხვებს. მე მესმის, რომ არავის ძალუძს ჩემი შეჩერება და ჩემი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.
ვინაიდან მე თუ მივიღე გადაწყვეტილება, ზუსტად ვიცი,რომ ჩემს საქმეს თავს არ დავანებებ და არ გადავუხვევ არჩეული გზიდან. სანერვიულო არაფერი მაქვს, იმიტომ, რომ მარტო მე ვსაზღვრავ ჩემი ცხოვრების მიმართულებას.

წუწუნს და გარემოებების დადანაშაულების თავს ვანებებ: ცუდი ქვეყანა, პატარა ქალაქში ცხოვრება, კავშირების და ფულის არქონა, ყველა ეს ფაქტორი კარგავენ ჩემზე ზეგავლენას, როდესაც მე ვიწყებ საკუთარი თავის ნდობას, ვინდაიდან მხოლოდ ჩემზე დგას პასუხისმგებლობა ჩემს ცხოვრებაზე და მარტო მე შემიძლია არჩევა როგორი იქნება ის. სამწუხაროა, რომ ეს ადრე არ მესმოდა.

წლებია ვცხოვრობდი პრინციპით “ჩვენ არ ვართ ასეთები, ცხოვრება ასეთია და ვფიქრობდი, რომ ეს მაქცევს ძლიერ პიროვნებად. თავიდან გადავწყვიტე არ ვიყო ხალხით მოხიბლული მერე რომ არ დავრჩე მათზე ნაწყენი.
არ დავუჯერო არავის, რომ მერე მოტყუებული არ დავრჩე. არ დავგეგმო არაფერი, რომ არ ვუყურო როგორ ინგრევა ისინი. არ შევიყვარო არავინ, რომ არავინ მიღლატოს. მარტოსული ცხოვრება მაშინ მეჩვენებოდა შინაგანი ღერძის მაჩვენებელი. ეს იყო დრო როდესაც მე არ ვოცნებობდი და არც მიზნებს ვისახავდი. დაკარგული დრო.
მაგრამ დღეს მე სხვა სცენარი ავირჩიე, სწორედ ამაშია ჩვენი ცხოვრების სილამაზე. ჩვენ თვითონ შეგვიძლია იმ გზის არჩევა, რომელზეც გვინდა სიარული. ჯობია იყო მოტყუებული ვიდრე არავის არ ენდო, ვინც დაკარგა სიყვარული ან მეგობრობა გაცილებით უფრო მდიდარია იმაზე ვინც არავინ არ შემოუშვა თავის გულში. ჯობია იოცნებო რამე გრანდიოზულზე და დაეცე მასთან გზაზე ვიდრე დარჩე რეალისტი ჭაობში. იმიტომ, რომ ჩემი ამოცანაა არა იმაში, რომ მთელი გზა დაუცემელი ვიარო, არამედ ერთხელ მაინც მეტჯერ ავდგე ვიდრე დავეცი. ჯობია იზრუნო შენს ჯანმრთელობაზე ,ვიდრე მერე შეეცადო აღადგინო იგი. ჯობია გიყვარდეს შენი სიცოცხლე ,ვიდრე იპოვო საბაბი იმედგაცრუებისთვის. ჯობია გჯეროდეს რაიმე კარგის და შენი ფოკუსი ამაზე გაამახვილო ვიდრე წინასწარ შეეგუო, რომ ეს სამყარო არის საშინელი ადგილი და წინასწარ ჩაიქნიო ხელი.

ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი არსებული გარემო ისე როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია ავაშენოთ საკუთარი სამყარო ჩვენს შიგნით. არ ღირს სხვა ადამიანების გადაკეთება, დაიწყეთ საკუთარი თავიდან. ყველას თავისი გზა აქვს. ძალიან რთულია გადადგა პირველი ნაბიჭი გარანტიების გარეშე, მაგრამ თუ არაფერს იზავ თქვენს ცხოვრებაში გარანტირებულად არაფერი შეიცვლება. თუ საკუთარ თავს მოვენდობით და დავდგებით უფრო მეტჯერ ვიდრე დავეცემით, მაშინ თქვენ მიაღწევთ ყველაფერს რასაც მოისურვებთ. ერთადერთი დრო იმისათვის რომ დაიწყო მოქმედება ეს არის ახლა.

ალექსანდრე ოგანეზოვი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here